logo
ENG



ფინეთმა უკრაინას 290 მილიონი ევროს ოდენობის თავდაცვითი პაკეტი გამოუყო

15 სექ 202618:24
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/15/iw55i11qti6vlmu.jpeg

ფინეთმა უკრაინას 290 მილიონი ევროს ოდენობის თავდაცვითი პაკეტი გამოუყო, - ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„უკრაინა მომავალი ზამთრისთვის ემზადება და ნებისმიერი სახის მხარდაჭერა ესაჭიროება, რისი გაცემაც შეგვიძლია. დღეს ფინეთმა მიიღო გადაწყვეტილება უკრაინისთვის თავდაცვითი დანიშნულების აღჭურვილობის რიგით 34-ე პაკეტის გამოყოფის შესახებ, რომლის ღირებულებაც 290 მილიონ ევროს შეადგენს. აღნიშნული პაკეტი მოიცავს იმ აღჭურვილობას, რომელიც ზელენსკიმ გადაუდებლად მოითხოვა.

უკრაინა უკვე მეხუთე წელია, თავდაცვით ბრძოლაშია. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, რადგან ეს მორალურად სწორია. საქმე ეხება მთელი ევროპის, შესაბამისად, ფინეთის უსაფრთხოებასაც“, – განაცხადა ფინდეთის პრეზიდენტმა.


close დახურვა