ფინური მაღაზიები რუსეთიდან შემოტანილ ალკოჰოლს და სხვა პროდუქტებს გაყიდვიდან ამოიღებენ.
ფინეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა ალკოჰოლურმა მაღაზიამ Alko და საცალო კოოპერატივმა S-Group განაცხადეს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო მაღაზიების თაროებიდან ყველა რუსულ პროდუქტს აიღებენ.
"ის, რაც უკრაინაში ხდება, შოკისმომგვრელია". - განაცხადა S-Group-ის წარმომადგენელმა.
მთლიანობაში, მაღაზიების თაროებიდან აიღებენ 50 დასახელების რუსულ პროდუქტს - როგორც ალკოჰოლს, ისე საკვებს, სპორტულ ინვენტარს და ტექსტილს.
S-Group-ის ქსელმა ანალოგიური გადაწყვეტილება 25 თებერვალს მიიღო.
ეს კომპანია ფინეთში 1800-ზე მეტ ფილიალს ფლობს.