ფიჯის კუნძულებზე ძლიერი შტორმია. სანაპირო დასახლებებიდან ადგილობრივების ევაკუაცია დაიწყო. ამ დროისთვის საევაკუაციო ცენტრებში 2500-ზე მეტი ადამიანია გადაყვანილი. დაღუპულია ერთი, ერთი კი დაკარგულად ითვლება.
მეტეოროლოგები აცხადებენ, რომ ძლიერი ქარი და წვიმა 31 დეკემბრამდე გაგრძელდება.