logo
ENG



ფოთის გამშვებ პუნქტებზე მგზავრთა შემოწმების წესი იცვლება

08 აპრ 202012:28
3 წუთის საკითხავი
 

ფოთში არსებულ ორივე გამშვებ პუნქტზე შეიცვალა მგზავრების შემოწმების წესი - დღეიდან თერმოსკრინინგი ტარდება მანქანაშივე, ხოლო საველე კარავში გადაყვანის შემდეგ კიდევ ერთხელ ტარდება პროცედურა.

„საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დღიდან სამხედროები ახორციელებენ მოძრაობის კონტროლს. მგზავრებს ფოთში განლაგებულ პუნქტებზე უტარდებათ თერმოსკრინინგი", - აცხადებს ავთანდილ გიორგაძე.

ფოთის ჰოსპიტალის ცხელების ცენტრში მოთავსებულია ხუთი პაციენტი - მათ აღენიშნებათ ტემპერატურა და კლინიკური დაკვირვების შემდეგ გადაწყდება, გაიგზავნება თუ არა ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში.

„ცხელების ცენტრში არის 5 პაციენტი, რომელთა მდგომარეობა არის მსუბუქი, ერთიანი დაკვირვების შემდეგ გადაწყდება, რომელი მათგანის ბიოლოგიური მასალა გაიგზავნება ლაბორატორიაში" , - აცხადებენ ცხელების კლინიკაში.

სამეგრელო-ზემო სვანეთში გუბერნატორის მოადგილის, ნინო ვიბლიანის თქმით, ინფიცირებულ პაციენტთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

„ფოთში წუხელ 4 მოქალაქე შეიყვანეს - მათი ანალიზები არაა ჯერ გაგზავნილი. მიმდინარეობს დაკვირვება, აღენიშნებათ ტემპერატურა. ორი დადასტურებული შემთხვევაა რეგიონში - ისინი ზუგდიდის საავადმყოფოში გადიან მკურნალობას", - ამბობს ნინო ვიბლიანი.

შეგახსენებთ, რომ სამეგრელოში დადასტურებული ორი შემთხვევაა აღრიცხული - ორივე მათგანი მკურნალობას ზუგდიდის ინფექციურ კლინიკაში გადის.


close დახურვა