logo
ENG



ფოთის საზოგადოებრივ ცენტრში დღეს ერთი პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან

10 აპრ 202009:47
3 წუთის საკითხავი
 

ფოთის საზოგადოებრივ ცენტრში დღეს ერთი პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან. ის 67 წლის მამაკაცია, რომელსაც თანმხლები ქრონიკული დაავადება აქვს.

მისი მდგომარეობა სტაბილურია. პაციენტს არ აქვს მოგზაურობის ისტორია და არც ინფიცირებულთან კონტაქტი ფიქსირდება. კოვიდ-19-ის დადასტურების შემთხვევაში, მისი კონტაქტების მოძიება დაიწყება. ამ დროისთვის ქალაქში თვითიზოლაციაში 15 ადამიანი იმყოფება, ცხრა კი კარანტინშია.


close დახურვა