logo
ENG



ფოთის ცხელების ცენტრში ორ მცირეწლოვანს კორონავირუსზე ამოწმებენ

11 მაი 202010:23
3 წუთის საკითხავი
 

ფოთის ცხელების ცენტრში დღეს 3 პაციენტის ბიოლოგიური მასალის პასუხებს ელოდებიან, 4-ს კი ანალიზები დღეს დილით ჩაუტარდა. გუშინ საღამოს კლინიკაში შეყვანილი 7 პაციენტიდან ორი მცირეწლოვანი გოგონაა. ისინი ფოთში ურეკიდან გადაიყვანეს.

ცენტრში პაციენტები ასევე ოზურგეთიდან და ფოთიდანაც შეიყვანეს. ფოთის სამედიცინო დაწესებულების დირექტორის, თეა მიგინეიშვილის თქმით, შვიდივე მათგანს ცხელება და მწვავე რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ. 

„ფოთის ცხელების ცენტრში შემოვიდა 7 პაციენტი. 25 წლის ქალბატონი ფოთიდან, 30 წლის ქალბატონი ოზურგეთიდან, 24 წლის ქალბატონი ფოთიდან, 67 წლის ქალბატონი ფოთიდან, 1 წლის გოგონა ურერი, 3 წლის გოგონა ურეკი, 71 წლის მამაკაცი ფოთიდან. შვიდივეს აღენიშნება ცხელება და მწვავე რესპირატორული სიმპტომები. სამ მათგანს ჩაუტარდა pcr ტესტირება, ხოლო დანარჩენ ოთხს მოგვიანებით ჩაუტარდება. ჯერჯერობით მიდის კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევა“, - განაცხადა მიგინეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით 638 ადამიანი დაინფიცირდა. აქედან, 317 გამოჯანმრთლდა, ხოლო 10 გარდაიცვალა. 

კორონავირუსი საქართველოში პირველად 26 თებერვალს დაფიქსირდა.


close დახურვა