logo
ENG



ფოთის ჰოსპიტალი: ცხელებით შემოყვანილი პაციენტი სპორტსმენის კონტაქტებიდანაა

06 აპრ 202015:04
3 წუთის საკითხავი
 

ფოთის ჰოსპიტალის  ცხელების ცენტრში წალენჯიხიდან საეჭვო სიმპტომებით  38 წლის ქალი შეიყვანეს. მას კონტაქტი ჰქონდა კოვიდ 19-ით დაინფიცირებულ სპორტსმენთან.

ფოთის ჰოსპიტალის მენეჯერის თეა მიგინეიშვილი ინფორმაციით, მას ტემპერატურა, ყელისა და თავის ტკივილი აღენიშნება. პაციენტი ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული.  მისი ანალიზი ლუგარის ლაბორატორიაში დღესვე გაიგზავნება. 

„პაციენტი მოთავსებულია ბოქსირებულ განყოფილებაში, მას უტარდება კვლევები. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ეს პაციენტი სპორტსმენის კონტაქტებიდანაა“, - აცხადებს მიგინეიშვილი.


close დახურვა