ფოთის ჰოსპიტალში ორი პაციენტის ტესტირების პასუხს ელიან. ჰოსპიტალში ცხელებით 5 პაციენტი მოათავსეს. მათგან სამის ტესტირების პასუხი უარყოფიათია.
პაციენტთაგან ყველაზე პატარა შვიდი თვის ბავშვია, მას მაღალი ტემპერატურა აქვს. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით პაციენტებს კოვიდ-19 ისთვის სხვა დამახასიათებელი ნიშნები არ აღენიშნებათ. ხუთივე პაციენტი სამედიცინო დაკვირვების ქვეშ ჰოსპიტლის ბოქსირებულ პალატაში იმყოფება.