logo
ENG



ფოთში აგრარული ბაზრობა მუშაობას აგრძელებს

06 აპრ 202015:20
3 წუთის საკითხავი
clock 657

ზუგდიდსა და სენაკში აგრარული ბაზრები დაიხურა. ფოთის ბაზარი კი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.  გასულ კვირას  სამეგრელო -ზემო სვანეთის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონში არსებული სამივე აგრარული ბაზარი დაიხურებოდა. 

ფოთის ბაზარში მომუშავე პერსონალის განცხადებით, შიდა პერიმეტრი მაქსიმალურად კონტროლდება.

„დილით ყველა პირბადით ვართ, დეზინფექცია უტარდება ფულს ყველანაირად. მომხმარებლები პირბადეებითა და ხელთათმანებით არიან. დაცულია, როგორც მომხმარებლები ასევე შიდა პერსონალი დაცულია“, - აცხადებს პერსონალი.

ფოთის აგრარული ბაზრის ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ ფოთში ბაზრის დახურვის ბრძანება არ ყოფილა.

„ასეთი ბრძანება არ ყოფილა ოფიციალურად, მაგრამ თუ იქნება ჩვენ გვაქვს სხვა ვარიანტიც“, - აცხადებენ ადმინისტრაციაში.

ფოთის მერიაში ამ დრომდე მსჯელობენ აგრარული ბაზრის საკითხზე.



close დახურვა