logo
ENG



ფოთში თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების რიცხვი 33-მდე გაიზარდა

18 მარ 202008:57
3 წუთის საკითხავი
 

ფოთში თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების რიცხვი 33-მდე გაიზარდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ფოთის განყოფილების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთიდან დაბრუნებულ 2 პირს, საბერძნეთში კონტაქტი ჰქონდა კოვიდ 19 -ით ინფიცირებულ პირთან, ამიტომ ისინი აჭარის საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს. მათივე ინფორმაციით არსებობს კიდევ ერთი პირი, რომელიც გერმანიიდან ჩამოვიდა, ისიც საკარანტინო სივრცეშია გადაყვანილი. ეპიდემიოლოგების ინფორმაციით ამ ადამიანებს ჩამოსვლის დროს გარდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებისა, კონტაქტი არავისათან არ ჰქონიათ.

"ორი ადამიანი ერთად ჩამოვიდა საბერძნეთიდან, ამიტომ ის ერთი კლასტერია. ეჭვობენ, რომ მათ ჰქონდათ კონტაქტი კორონავირუსით დაავადებულთან, ამიტომ ისინი გადაიყვანეს საკარანტინო ზონაში. ასევე ერთი ადამიანი გერმანიიდანაა ჩამოსული, რომელიც იმყოფებოდა თვითიზოლაციაში და ახლა გადაყვანილია წყალტუბოს საკარანტინო სივრცეში. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია",-განმარტავს ეპიდემიოლოგი.


close დახურვა