შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფოთში 1992 წელს დაბადებული კაცი მოკლეს. ბრალდებული დაკავებულია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.