![gblh6ewqy4gngs2.jpg](/uploads_script3/news/gblh6ewqy4gngs2.jpg)
ფოთში, მალთაყვის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა გაქურდეს. როგორც ფორმულას ფოთის მერიის პრესსამსახურმა განუცხადა, შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. მისივე ინფორმაციით, შენობიდან კომპიუტერის 2 პროცესორია წაღებული.
ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება 177-ე, ქურდობის მუხლით არის დაწყებული.