logo
ENG



ფოთში მოქალაქეებმა მეტალურგიული ქარხნის მიმდებარედ საცხოვრებელი პირობები გააპროტესტეს

28 მაი 202217:55
3 წუთის საკითხავი
 

ფოთში მოქალაქეები მეტალურგიული ქარხნის მიმდებარედ საცხოვრებელ პირობებს აპროტესტებენ. მათ ქარხანასთან მისასვლელი საავტომობილო გზა გადაკეტეს.

მოქალაქეების თქმით, საწარმოს ფუნქციონირება მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. 

ისინი აცხადებენ, რომ გარდა გამონაბოლქვისა და ხმაურისა საწარმოს მუშაობისას პერიოდულად ხდება აფეთქებები, რაც ავარიულ შენობებს მეტად აზიანებს.

აქტივისტები საწარმოს ფუნქციონირების შეწყვეტას ან მოსახლეობის სხვა ტერიტორიაზე განსახლებას ითხოვენ. 

„მოხდა მორიგი აფეთქება, რაც ხშირად ხდება. გარდა იმისა, რომ გვაწუხებს კვამლი, გაზის სუნი და ჰაერი დაბინძურებულია, დიდი ხმაური, რაც მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე და ამასთან ერთად კიდევ დამატებით აფეთქებები.

გადასახლებას ვითხოვთ ან საწარმოს შეჩერებას სხვა შემთხვევაში ჩვენი აქციები გაგრძელდება“ - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

აქტივისტები ამბობენ, რომ ისინი მრავალი წელია ამ პირობებში ცხოვრობენ და მოთხოვნის მიუხედავად პრობლემაზე რეაგირება არ მომხდარა.


close დახურვა