logo
ENG



ფოთში მცხოვრები ლაშა ივანოვი სამართალდამვცველებს ძალადობაში ადანაშაულებს

10 აპრ 202011:58
3 წუთის საკითხავი
 

ფოთში მცხოვრები ლაშა ივანოვი სამართალდამვცველებს ძალადობაში ადანაშაულებს. მისის ოჯახის ინფომაციით, პოლიციელები ივანოვს მას შემდეგ გაუსწორდენენ, რაც სოციალურ ქსელში მან ბიძინა ივანიშვილის საწინაარმდეგო პოსტი გამოაქვეყნა.

"ბინაში იყო გამოძახება. დაგვხდა მოქალაქე, რომელსაც ჰქონდა დაზიანებები თავის არეში, ემოციურად აღგზნებული იყო და ამბობდა, რომ სცემეს პოლიციის ფორმაში გამოწყობილებმა",-აღნიშნა სამართალდამცველმა.

თავად ლაშა ივანოვმა მოგვაინებით აღნიშნულ ფაქტზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა. მან უარყო მომხდარიც, თუმცა ცემის ფაქტს ადასტურებენ სასწრაფო დახმარების ექიმებიც. მათი ინფრომაციით, ივანოვი ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს ნაცემ მდგომარეობაში დახვდა. დღეს ლაშა ივანოვი ცემის დეტალებზე აღარ საუბრობს, ფეისბუქიდან კი მისი პოსტი გამქრალია


close დახურვა