კოვიდ -19 ის პირველი დადასტურებული შემთხევა დაფიქსირდა ფოთში. ინფიცირებული 72 წლის კაცია, რომელიც ქობულეთის კლასტერს განეკუთვნება. მამაკაცი პროფესიით ექიმია, ის ქობულეთის საავამდყოფოში მუშაობს. კლინიკა რამდენიმე დღის წინ დახურეს.
ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ფოთში დღეს დამატებით 6 საეჭვო პაციენტზე ელოდებიან პასუხს ლუგარის ლაბორატორიიდან.
"იზოლაციაში იმყოფება 30 მოქალაქე, 2 კარანტინში, დადასტურებული გვაქვს ერთი შემთხვევა, ორი კი უარყოფითია. ველოდებით 6 პაციენტის პასუხს. რაც შეეხება დადასტურებულ შემთხვევას, მისი ოჯახის წევრებს აეღოთ ანალიზი და მიმდინარეობს დაკვირვება"-აღნიშნა ნანა მხეიძე.
[[ Covid 19-ით ინფიცირება ფოთში
ნანა მხეიძე - ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ]]