logo
ENG



ფოთში რვა თვის ბავშვს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

22 აპრ 202010:40
3 წუთის საკითხავი
 

ფოთში რვა თვის ბავშვს კორონავირუსი არ დაუდასტურდა - ის ცხელების კლინიკაშია მოთავსებული. 

ჩვილთან ერთად კიდევ ორი ადამიანის ანალიზის პასუხები გახდა ცნობილი - კორონავირუსი არც მათ უდასტურდებათ.

ფოთის ცხელების კლინიკაში საეჭვო სიმპტომებით 14 ადამიანი იყო შეყვანილი. დანარჩენი 11 პაციენტის ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში დღეს გადაიგზავნება. ექიმების შეფასებით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ფოთის ცხელების კლინიკაში შემოვიდა 14 პაციენტი, მათგან სამი შემოვიდა ყველაზე ადრე და აღენიშნებოდათ ცხელება, ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნა მასალა და პასუხები უარყოფითია. 11 ადამიანის მასალა გაიგზავნება დღეს", - აცხადებს კლინიკის დირექტორი, თეა მიგინეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 411 შემთხვევაა აღრიცხული, აქედან 98 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 5 გარდაიცვალა. 

ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ქვეყანაში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, ხოლო 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები აქვთ დაწესებული, მათ შორის ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. 15 აპრილიდან 10 დღით დაიკეტა ოთხი დიდი ქალაქიც.

17 აპრილიდან აკრძალულია ავტომობილებით გადაადგილებაც.

 


close დახურვა