ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი პროექტი თბილისში, რომელიც საზოგადოების წაუმახვეს რეაქციას იწვევს. დაჭაობებულ ლაგუნას, რომელიც თავის მხრივ ოლიგარქის დამოკიდებულების სახედ იქცა, ივანიშვილი შემდგომში მერიას გადასცემს. სანაცვლოდ კი ფონდი ქართუ ორ, 65-სართულიან ცათამბჯენს აშენებს. ეს იქნება თბილისში ყველაზე მაღალი ნაგებობა, ანძის შემდეგ. კომპლექსი, სანქციებთან ახლოს მყოფი ივანიშვილის ქართუს მილიონებს მოუტანს. პროექტისთვის ქალაქის ცენტრში შეცვლიან სარეკრეაციო ზონის სტატუსს, განაშენიანების გეგმას, გაზრდიან "კა" 2-ს, მშენებლობას რომ წინააღმდეგობა არ შეექმნება, ეს კალაძის კომენტარიდან გამოჩნდა. სატრანსპორტო კოლაფსი, იერსახის რღვევა, კორუფციული რისკები - ეს პრობლემების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც პოლიტიკოსები და მკვლევრები ახსენებენ. ცალკე საკითხია ფონდი ქართუ, რომლის ფინანსები, კანონის მოთხოვნის მიუხედავად, საიდუმლოა.
ფონდი ქართუ ორ, 65-სართულიან ცათამბჯენს აშენებს
19 იან 202320:05
3 წუთის საკითხავი