logo
ENG



ფონდ იავნანას საქმეზე პროკურატურამ ჯერ ვერაფერი დაადგინა

10 ნოე 201912:22
3 წუთის საკითხავი
 
l9bjgbyvn35xhca.png

 

არც დაზარალებული და არც დამნაშავე - ფონდ „იავნანას“ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ ჯერ ვერაფერი გამოიძია. ფონდის დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ უწყებიდან ოფიციალური წერილი მიიღო, რომელშიც ატყობინებენ, რომ საქმეზე არც დამნაშავე გამოუვლენიათ და არც დაზარალებული. ამის თაობაზე მომღერალმა ინფორმაცია საკუთარ ფეისბუკ გვერდზე გამოაქვეყნა.

მას შემდეგ, რაც სახალხო დამცველმა ფონდ „იავნანას“ საქმეზე პროკურატურას მიმართა და საქმის მასალები გამოითხოვა, პაატა ბურჭულაძემ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, რომელშც ის ამბობს, რომ საქმეში არ აღმოჩნდა არც დაზარალებული და არც დამნაშავე. მისი თქმით, პროკურატურის მიზანი ფონდის დაზარალებაა.

„მეგობრებო, ამიხსენით თუკი სამი წლის მანძილზე საქმეში ვერაფერს პოულობენ, აწი საიდან გაჩნდება, რაღას იძიებენ, მხოლოდ იმიტომ არ ხურავენ საქმეს, რომ ეს ფონდი კიდევ უფრო დააზიანონ, კიდევ მეტი ბოროტება რომ ჩაიდინონ. მაინც ხომ არაფერი გამოუვათ, ფონდი „იავნანა“ ხომ აუცილებლად გაიმარჯვებს და ყველა სამარცხვინონ და მავნებელი, ვინც ამ სისტემურ დანაშაულშია ჩართული, დაისჯება საჯაროდ“, - ნათქვამია ბურჭულაძის განცხადებაში

ფონდ „იავნანას“ სამხატვრო ხელმძღვანელი გამოძიებას პოლიტიკურ დევნად, თეონა ჯორბენიძე ამბობს რომ  საქმე აგებულია ყალბ ინფორმაციაზე.

„ეს არის პოლიტიკური დევნა, რაშიც იარაღად გამოყენებული არის ფონდი „იავნანა“. კითხვა მგონი აღარავის აქვს, ერთმნიშვნელოვნად გაცხადდა ყველასთვის, რომ სერიალები, რომლებსაც ამ ფონდის დისკრედიტაციისთვის იღებდნენ, ყველა მოქმედება, რაც ხდებოდა, მათ შორის პროკურატურაც იყო გამოყენებული დევნის იარაღად არაერთგზის. ეს საქმე დიდი ხმაურით დაიწყო, დიდი დაკითხვებით და ვითომ რაღაც საშინელება მოხდა, ამ ფილმებში მოყვანილი ფაქტები, თითქოს იავნანას თანხებით პაატა ბურჭულაძემ თავის შვილებს შეუძინა ბინა, არაფერი აღმოჩნდა ამ ფონდში“,- განაცხადა თეონა ჯორბენაძემ.

ფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელ პირებს პროკურატურა ედავება განსაკუთრებით დიდი რაოდენობით თანხების მითვისება-გაფლანგვას, გამოძიება დაიწყო ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე,  მოგვიანებით კი ერთ-ერთმა სამთავრობო მედიამ „პოსტტივიმ“ გაავრცელა ფილმი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ფონდმა ხუთი წლის განმავლობაში მოიძია 9-ნახევარი მილიონი ლარი, ხოლო აქედან ქველმოქმედებაზე დაიხარჯა მხოლოდ 3 მილიონ 200 ათასი ლარი.

პროკურატურამ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც პაატა ბურჭულაძემ ოპოზიციური პარტია შექმნა.

 


close დახურვა