logo
ENG



ფონიჭალის დასახლებასა და გარდაბანში პოლიციამ ნარკორეალიზატორთა ჯგუფი დააკავა

03 აგვ 202014:22
3 წუთის საკითხავი
 

პოლიციამ ფონიჭალის დასახლებასა და გარდაბანში ორგანიზებული ჯგუფის 4 ნარკოლეარიზატორი დააკავა.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდებულებს შემუშავებული ჰქონდათ ნარკოტიკების რეალიზაციის დანაშაულებრივი სქემა, რომლის საშუალებითაც ისინი ფინანსურ რესურსებს ინტერნეტ ტოტალიზატორის გამოყენებით მართავდნენ.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას კი ე.წ. "დადების" მეთოდით ახდენდნენ. კერძოდ, დ.ჯ. და ფ.ბ. დაინტერესებულ პირებს სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით, გარკვეული თანხის სანაცვლოდ სთავაზობდნენ ნარკოტიკების შეძენას, აწვდიდნენ ონლაინ ტოტალიზატორის ანგარიშის ნომრებს, თანხებს არიცხვინებდნენ, ხოლო ამის შემდეგ აწვდიდნენ ლოკაციების მისამართებს, სადაც ორგანიზებული ჯგუფის ერთერთი წევრის მიერ უკვე განთავსებული იყო ნარკოტიკული საშუალებები.

ასევე უწყების ცნობით, მიმდინარე წლის მანძილზე ონლაინ ტოტალიზატორის გამოყენებით, ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის შედეგად მიღებულმა თანხმამ ორ მილიონამდე ლარი შეადგინა.

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.


close დახურვა