logo
ENG



ფორმულას გადამღებ ჯგუფზე თავდამსხმელი დააკავეს

18 მარ 202215:36
3 წუთის საკითხავი
 

ფორმულას გადამღებ ჯგუფზე თავდამსხმელი დააკავეს. ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბრალდებულს შესაძლოა საქმეზე კვალიფიკაცია უფრო დამძიმდეს.

"სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით. საქმეზე ჩატარდა გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

გამოიკითხნენ ჟურნალისტი და ოპერატორები, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და ვიდეოჩანაწერები, დაინიშნა ექსპერტიზები. მტკიცებულებების საფუძველზე, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე მხილებული მოქალაქე", - განაცხადა კოკა კაციტაძემ.

17 მარტს, თბილისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე ერთ-ერთ კაფეში ინტერვიუს ჩაწერისას, ფორმულას გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ.

როგორც ფორმულას რეპორტიორი, ნანო ჩაკვეტაძე ყვება, ისინი კაფესთან შეთანხმებულად წერდნენ რესპონდენტს, რა დროსაც ერთ-ერთმა იქ მყოფმა სტუმარმა ფორმულას თანამშრომლის მიმართ აგრესია გამოხატა.

თავდამსხმელმა გაღიზიანება მას შემდეგ გამოხატა, რაც გაიგო, რომ გადამღები ჯგუფი ფორმულადან იყო. ნაცემია ფორმულას 2 ოპერატორი, ფიზიკური დაზიანებები აქვს ჟურნალისტ ნანო ჩაკვეტაძესაც.


close დახურვა