logo
ENG



ფორმულას ინფორმაციით, დააკავეს ფურცხვანიძე, რომელმაც რამიშვილს სატელიტის ფოტოები მიაწოდა

25 სექ 202011:59
3 წუთის საკითხავი
 

ფორმულას ინფორმაციით, დააკავეს დავით ფურცხვანიძე, რომელმაც თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს სატელიტის ფოტოები გადასცა. ამ დრომდე პროკურატურა მტკიცებულების ფალსიფიკაციაზე მიუთითებდა და აცხადებდა, რომ შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოხდებოდა.

პროკურატურაში განგვიცხადეს, რომ ამ საკითხზე ბრიფინგი 14:00 საათზე გაიმართება.

მიხეილ რამიშვილმა ხსნებული ფოტომასალის შესახებ პირველად 8 სექტემბერს განაცხადა. რამიშვილის თქმით, ფოტომასალაზე სატელიტიდან გადაღებული კადრები იყო აღბეჭდილი, რომლითაც დასტურდებოდა, რომ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა 19 და 20 ივლისს მისი აღმოჩენის ადგილას არ იდგა.

18 სექტემბერს პროკურატურამ, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნებზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ ფოტომასალა დამონტაჟებული და გაყალბებული იყო. 

სამართალდამცავმა უწყებებმა თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი 22 ივლისს იპოვეს. 

მასალა განახლებადია


close დახურვა