logo
ENG



ფორმულას ინფორმაციით, თავდამსხმელები ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვენ

21 ოქტ 202015:57
3 წუთის საკითხავი
 
ფორმულას ინფორმაციით, თავდამსხმელები ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვენ

ფორმულას ინფორმაციით, ზუგდიდში, საქართველოს ბანკში შეჭრილი თავდამსხმელები ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვენ. 

ფორმულას ბანკში მყოფი ერთ-ერთი მძევალი დაუკავშირდა, რომელმაც თქვა, რომ ოთახში დაახლოებით 20 მძევალია. მისივე ცნობით, სულ სამი თავდამსხმელია. 

ფორმულას ინფორმაციით, თავდამსხმელებს სამხედრო ფორმა აცვიათ და მათ, სავარაუდოდ, რამდენჯერმე გაისროლეს. სავარაუდოდ, ერთი პირი მსუბუქად დაჭრილია. 


close დახურვა