logo
ENG



ფორმულას ინფორმაციით, ლელოს თბილისის მერობის კანდიდატი ანა ბიბილაშვილი იქნება

23 აგვ 202112:25
3 წუთის საკითხავი
 

ფორმულას ინფორმაციით, ლელო თბილისის მერობის კანდიდატად ანა ბიბილაშვილს წარადგენს. ბიბილაშვილი პარტია პარტიაში 2020 წლიდან არის.

გარდა ამისა, ფორმულამ გაარკვია, რომ პარტიის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ბადრი ჯაფარიძე იქნება. ორივე კანდიდატის წარდგენა დღეს, 23 აგვისტოს, 21:00 საათზეა დაგეგმილი.

ლელოს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, პოლიტიკურ სივრცეში დამოუკიდებელი მოთამაშე არსებობდეს. 

ოპოზიციის დიდი ნაწილის მერობის საერთო კანდიდატი ნიკა მელიაა, საკრებულოს თავმჯდომარეობის - ელენე ხოშტარია. 


close დახურვა