logo
ENG



ფორმულას ინფორმაციით, ხაზარაძეს ლელოს ფრაქციაში, სავარაუდოდ, დავით ბაქრაძე ჩაანაცვლებს

01 ნოე 202117:23
3 წუთის საკითხავი
 

ფორმულას ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძეს ფრაქცია ლელო პარტნიორობა საქართველოში, სავარაუდოდ, ჩაანაცვლებს დავით ბაქრაძე. დეპუტატთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. ფორმულა ინფორმაციის გადამოწმებას ცდილობს თავად ბაქრაძესთან, თუმცა დეპუტატი ზარებს არ პასუხობს. 

გარდა ამისა, ლელოს ერთ-ერთი ლიდეირ ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ ფრაქციის გაფართოებას აპირებენ, ის ადასტურებს რომ რამდენიმე დეპუტატთან კონსულტაციები უკვე დაწყებულია, თუმცა სახელებსა და გვარებზე ის არ საუბრობს. 

"ვაპირებთ რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ იმ უმსგავსობას, რომელიც ვნახეთ 30-ში. ეს წინააღმდეგობა იქნება პარლამენტის შიგნით და მის გარეთაც. პარლამენტში ვინც ვრჩებით ვაპირებთ რომ აქტიური მუშაობა გავაგრძელოთ. გვაქვს განზრახვა გავაფართოვოით ფრაქცია და ამაზე ვმუშაობთ. კონსულტაციები დაწყებულია", - თქვა ჯაფარიძემ. 

დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ ხაზარაძემ პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე განაცხადა. მისი თქმით, ბრძოლას ქუჩაში გააგრძელებს. მოგვიანებით, მან კვირის ფორმულაში განმარტა, რომ ის პარლამენტს ტოვებს, თუმცა ფრაქცია საკანონმდებლო ორგანოში მუშაობას გააგრძელებს.


close დახურვა