logo
ENG



ფორმულას ინფორმაციით, ხოშტარია ვაკეში, შავგულიძე კი მთაწმინდაზე იყრის კენჭს

17 ივნ 202020:17
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის 8 მაჟორიტარული ოლქის კანდიდატებზე შეთანხმება ფინიშისკენ გადის. „ფორმულას“ ინფორმაციით  ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი ვაკის რაიონში ელენე ხოშტარია იქნება,  მთაწმინდა-კრწანისის  რაიონში  კი ოპოზიცია შალვა შავგულიძეს წარადგენს.   კონსულტაციები საკითხთან დაკავშირებით თითქმის დასრულებულია. 

ელენე ხოშტარიას  ვაკის  ამომრჩეველი კარგად იცნობს, დედაქალაქის ცენტრალურ უბანში 2016 წელს  იყრიდა კენჭს, ამის შემდეგ კი   2017 წელს   დედაქალაქის მერობისთვის იბრძოდა. 

შალვა შავგულიძეს მთაწმინდის რაიონში  იცნობენ კარგად. ოპოზიციისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთულ სამაჟორიტარო ოლქისთვის ის   მეორედ იბრძოლებს. 2019 წლის შუალედურ არჩევნებში  ევროპულმა საქართველომ" და „თავისუფალმა დემოკრატებმა" შავგულიძე   მაჟორიტარობის  კანდიდატად დაასახელეს.  

გლდანში, რომელიც თბილისის 8 ოლქიდან ყველაზე დიდია „ნაციონალური  მოძრაობა"  ნიკა მელიას წარადგენს.  

სამგორის რაიონში  „ნაციონალური მოძრაობა“ ორ კანდიდატზე მსჯელობს.  ზაალ უდუმაშვილი, თუ ლევან ხაბეიშვილი, პარტიაში გადაწყვეტილება ბოლომდე მიღებული არ არის.  

ქვეყნის მთავარი „ლეიბორისტისა“ და გაერთიანებული ოპოზიციის მასპინძელის შალვა ნათელაშვილი კანდიდატურა ნაძალადევის რაიონში განიხილება.  ამ თემაზე ის მედიასთან არ საუბრობს. 

ისნის რაიონში განიხილება გიორგი ვაშაძის კანდიდატურა. ვაშაძე აქ კენჭს 2012 წელს იყრიდა. გიორგი ვაშაძის კონკურენტი  ისანში დავით ჭიჭინაძე იქნება, რომელიც გამარჯვებაში დარწმუნებულია.

საბურთალოს რაიონში ამ დრომდე ოპოზიცია საკუთარ კანდიდატურას არ აყენებს, იმ მოტივით რომ ხმები ალეკო ელისაშვილს არ წაართვას, თავად ელისაშვილი ოპოზიციასთან კოორდინირებულ მუშაობაზე ამ დრომდე უარზეა და არც საკუთარი გეგმების გამხელას ჩქარობს. 

„ლელო“, ოპოზიციასთან არ ითანამშრომლებს და საკუთარი კანდიდატურას ყველგან დააყენებს,  „ფორმულას“ ინფორმაციით პარტია ვაკის რაიონში ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურის დაყენებას გეგმავდა, თუმცა სავარაუდოა, რომ ის ამ რაიონს ელენე ხოშტარიას დაუთმობს. 

ჯერჯერობით უცნობია დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი კანდიდატის ვინაობა. 

ოპოზიცია  დედაქალაქის 8 ოლქში კანდიდატებთან დაკავშირებით საბოლოო კონსულტაციებს პარასკევს  „ლეიბორისტული“ პარტიის ოფისში გამართავს და კანდიდატებსაც სავარაუდოდ აქ დაასახელებს.  

 


close დახურვა