ფორმულანიუსის ინფორმაციით, ისრაელში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას ხელისუფლება განზრახ აფერხებს.
წყარო გვიყვება, რომ მოახლოებული არჩევნების გამო, მთავრობამ სპეციალური დავალება გასცა და რეისზე რეგისტრაციაზე უარი უკვე თელავივიდან თბილისში დაბრუნების მსურველებს უთხრა. მათ განუმარტეს, რომ საქართველოში საკარანტინო სივრცეებში ადგილი არ არის და პასუხისმგებლობას ვერ აიღებენ.
არის თუა არა მოქალაქეების შეფერხება, მმართველი პარტისს საარჩევნო დაკვეთა, ისრაელში საქართველოს ელჩი, ლაშა ჟვანია საკითზე განმარტებებს არ აკეთებს. ოპოზიციაში კი დარწმუნებულები არიან, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდს ემიგრანტების პროტესტის და ქვეყანაში დაბრუნების ეშინია.
ისრაელიდან საქართველოში ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმე რეისი ჩამოვიდა. თურქეთის გავლით შესრულებულ რეისზე საქართველოს მოქალაქეებიც იყვნენ - რომლებიც ამ დროისთვის ბათუმის საკარანტინო სივრცეში იმყოფებიან. რატომ არ დაუშვეს მგზავრები თელავივი-თბილისის პირდაპირ რეისზე - ამ კითხვას ქართული მხარე უპასუხოდ ტოვებს.