ფორმულას წყაროს ინფორმაციით, კომპანიამ შპს ეკო პლასტი 77, რომელიც გორშია რეგისტრირებული, ქართულ ოცნებას 100 ათასი ლარი შესწირა.
წყარო ფორმულას უყვება, რომ შპს ეკო პლასტი 77-ს დირექტორს მერაბ ლოხიაურს ქართული ოცნების წევრები დაუკავშირდნენ და შეხვედრა დაუნიშნეს. ფორმულას წყაროს ცნობით, ქართული ოცნების მაღალჩინოსნებმა მერაბ ლოხიაურს 100 ათასი ლარი გადასცეს და ამ თანხის კოვიდ-ფონდში გადარიცხვა მოსთხოვეს.
წყაროს თქმით, 100 ათას ლართან ერთად მერაბ ლოხიაურს ქართული ოცნების მაღალჩინოსნებმა საბანკო ანგარიშიც გადასცეს. გაირკვა, რომ საბანკო რეკვიზიტი არა კოვიდ-ფონდის, არამედ მმართველი გუნდის პარტიის ანგარიში იყო. მერაბ ლოხიაური ადასტურებს, რომ თანხა ნამდვილად გადარიცხა, თუმცა კითხვაზე მისცეს თუ არა ეს ფული ქართული ოცნების მაღალჩინოსნებმა კოვიდ-ფონდში გადასარიცხად ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ ისურვა.
ჯერჯერობით უცნობია დაინტერესდება თუ არა საეჭვო შეწირულობით აუდიტის სამსახური - არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები საგამოძიებო უწყებას უახლოეს დღეებში მიმართავენ.