ფორმულა, მთავარი არხი, ტვ პირველი და კავკასია საჯაროდ ვიწვევთ დებატებში თბილისის მერობის სამ კანდიდატს, რომლებიც ბოლო კვლევების თანახმად, მნიშვნელოვანი უპირატესობით ლიდერობენ: კახა კალაძეს, ნიკა მელიასა და გიორგი გახარიას.
სამივე კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში, დებატები გაიმართება ოთხივე არხის ერთიან ეთერში, 28 სექტემბერს, სამშაბათს, 22:00 საათზე.