logo
ENG



ფორმულა: ევროკავშირთან დიალოგი სანქცირებული დარახველიძის გამო გაუქმდა

19 ნოე 202513:43
3 წუთის საკითხავი
 
2025/11/19/ociimabjpeloxxv.png

"ფორმულამ" გაარკვია იმ პირების ვინაობა, ვინც სავარაუდოდ სანქციების გამო ბრიუსელმა ევროკავშირის ტერიტორიაზე არ შეუშვა. წყაროს ინგორმაციით, ერთ-ერთი მათგანი არის ოცნების შინაგან საქმეთა მინისტრის სანქცირებული მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძეზე. 

ყოველწლიური შეხვედრის ჩაშლაზე ივანიშვილის რეჟიმი პასუხისმგებლობას პარტნიორებს აკისრებს და აცხადებს, რომ ბრიუსელი არ არის მზად მოისმინოს ქართული მხარის არგუმენტირებული პოზიციები. 

თავად შს მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოს არცერთი მოქალაქე არ არის საინქციებული, შესაბამისად, ეს მოსაზრება ყოველგვარ რეალობას სცდება.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ საკითხზე დეტალური კომენტარი გააკეთა. დაგეგმილი იყო კონკრეტული დიალოგი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით. აქ სანქცირებაზე საუბარი, რა თქმა უნდა, უადგილოა. მათ მოგვაწოდეს კონკრეტული საკითხები, რაზეც უნდა ყოფილიყო დიალოგი, შესაბამისად, განისაზღვრა კონკრეტული უწყებები, ვისაც კითხვებზე, რომელიც მათი მხრიდან იყო დასმული, გასცემდა ამომწურავ, ფაქტებსა და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ პასუხებს. სამწუხაროდ, როგორც ჩვენთვის ცნობილია, მათ თავად აღარ ისურვეს ამ პასუხების მოსმენა, შესაბამისად, გადაიდო ეს დიალოგი. როდესაც იქნება მზაობა დიალოგისთვის, საქართველოს მთავრობა, თითოეული ის წარმომადგენელი, ვინც დაესწრება ამ დიალოგს, გასცემს ამომწურავ პასუხს თითოეულ კითხვაზე, რაც მათ გააჩნიათ.

სამწუხაროდ, გაუგებარია, თუ რა მიზეზით მიიღეს ეს გადაწყვეტილება. მათ არანაირი ახსნა არ მოუწოდებიათ. იყო საუბარი იმაზე, რომ ისინი მზად არიან გადადონ ეს დიალოგი და ჩვენ ასე მოგვეწოდა ეს პოზიცია, შესაბამისად, კიდევ ერთხელ, ვაფიქსირებთ, რომ მზად ვართ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ კითხვას პასუხი გავცეთ. თუკი მათ აინტერესებთ საქართველოს ოფიციალური პოზიცია იმ საკითხებზე, რაზეც საუბრობდნენ, ჩვენ მზად ვართ, ამომწურავად ვუპასუხოთ.

რაც შეეხება სანქცირების საკითხს, ევროკავშირის მიერ საქართველოს არცერთი მოქალაქე არ არის სანქციებული, შესაბამისად, ეს მოსაზრება ყოველგვარ რეალობას სცდება. საქართველოს მხარე განსაზღვრავს დელეგაციის შემადგენლობას იმ საკითხების მიხედვით, რა საკითხებიც სწორედ მათი მხრიდან იქნება დასმული. საქართველოს დელეგაციას განსაზღვრავს საქართველოს მხარე და გასცემს პასუხს იმ კითხვაზე, რაც გააჩნიათ ევროკავშირის შესაბამის წარმომადგენლებს“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.


close დახურვა