logo
ENG



ფორმულა 1-ის იტალიის გრან-პრის გამარჯვებული პიერ გასლი გახდა

10 სექ 202011:54
3 წუთის საკითხავი
clock 566

ფორმულა 1-ის იტალიის გრან-პრიმ გულშემატკივარს არაერთი მოულოდნელობა შესთავაზა. რბოლის შემდეგ პოდიუმზე პიერ გასლი, კარლოს საინსი და ლენს სტროლი აღმოჩნდნენ.

როგორც შვედური მედია საშუალებები აცხადებენ, მოვლენათა ამგვარი განვითარება მოულოდნელი არ ყოფილა ფინელი რიგითი ქომაგისთვის, რომელმაც გამარჯვებული სამეულის ვინაობა, სწორედ ამ კომპლექტაციით იწინასწარმეტყველა.

ფორმულა 1-ის გულშემატკივარმა საკუთარ ვარაუდზე 20-ცენტიანი ფსონი გააკეთა და ჯამში 34 ათასი ევრო მოიგო. ფინეთის ქალაქ ტამპერეში მცხოვრებმა მოთამაშემ 166 ათას 990 კოეფიციენტი გამოიცნო. ​​​​​​​


close დახურვა