logo
ENG



ფოტიგა ზურაბიშვილსა და ოცნებას: მოგმართავთ, გაათავისუფლოთ სააკაშვილი ჰუმანიტარულ საფუძველზე

12 დეკ 202221:49
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/12/44u8pxybxzneqhe.png

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა მიმართავს საქართველოს პრეზიდენტსა და ქართულ ოცნებას მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლონ.

როგორც ფოტიგამ სტრასბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება ფუმანიტარულ საფუძველზე უნდა მოხდეს, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

"მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს, რომ გამოუყენონ მათ ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტები და მოაგვარონ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ძალიან ტრაგიკული შემთხვევა ჰუმანიტარული გზით. მივმართავთ მთავრობას გაათავისუფლებ პატიმარი ჰუმანიტარულ საფუძველზე. ეს იქნება გაწერილი რეზოლუციაში, რომელსაც ევროპარლამენტი ოთხშაბათს, 14 დეკემბერს", - განაცხადა ფოტიგამ.

ცნობისთვის, 14 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი უნდა გაიმართოს. ასევე, პროცესის პარალელურად სასამართლოს ეზოში დაგეგმილია პრეზიდენტის მხარდამჭერი აქცია.

 


close დახურვა