გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ პარლამენტის წევრმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ჩინოვნიკებს კორუფციაზე „მწვანე შუქი აუნთო“.
„ქართული ოცნება" მთლიანად კორუმპირებულ სისტემად იქცა. კახი კალაძე ზრუნავს იმ პრინციპიდან გამომდინარე, რა პროექტი რა მოგებას დაუტოვებს კონკრეტულად მას. მე ვიცი, რომ თბილისი მერია არის ყველაზე კორუმპირებული უწყება, ხოლო კახი კალაძე ყველაზე კორუმპირებული მერია. ეს საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია. ივანიშვილმა მწვანე შუქი აუნთო თავისი ჩინოვნიკების კორუფციას," - განაცხადა ფოფხაძემ.
