საქართველოში მოქმედმა უმსხვილესმა საერთაშორისო და გერმანულმა ორგანიზაციებმა მუშაობა შეწყვიტეს. „ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის“ (FNF) და კონრად ადენაუერის ფონდი (KAS) თბილისში მდებარე ოფისებს ხურავენ.
როგორც ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, თბილისში წარმომადგენლობის დახურვა 2026 წლის 30 სექტემბერს, გამგეობის გადაწყვეტილებით და გარდაუვალი აუცილებლობით მოხდა. ფონდის ცნობით, მთავრობის მიერ შექმნილი პოლიტიკური და სამართლებრივი ჩარჩო, ასევე უცხოური დაფინანსების შესახებ ახალი კანონი, ორგანიზაციას საქმიანობის გაგრძელების საშუალებას აღარ აძლევს.
ფონდმა გრანტების შესახებ კანონის ფარგლებში განაცხადი შეიტანა, თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ მოითხოვა, რომ პროგრამის თითოეული კომპონენტი მთავრობის პრიორიტეტებს დაქვემდებარებოდა და ყველა აქტივობაზე შესაბამისი ნებართვა ყოფილიყო გაცემული. აღნიშნული მოთხოვნა ფონდმა ლიბერალური ორგანიზაციის სამოქმედო თავისუფლების სრულ მოსპობად შეაფასა.
KAS-ის გადაწყვეტილებით პირველ ოქტომბერს ასევე ცნობილი გახდა, რომ თბილისში თავისი წარმომადგენლობა კონრად ადენაუერის ფონდმაც (KAS) დახურა, რომელიც საქართველოში 2003 წლიდან დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ხელშეწყობას ემსახურებოდა.
ინფორმაცის netgazeti ავრცელებს.
