logo
ENG



ფსიქიატრი: მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს ჰქონდეთ ემოციის გამოხატვის საშუალება

03 აპრ 202022:02
3 წუთის საკითხავი
clock 1017

ფსიქიატრი ნინო მენაღარიშვილმა გადაცემაში „Covid19“ აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ჯერჯერობით კორონავირუსის პანდემიის დასასრული არ ჩანს ადამიანები მეცნიერებას უნდა დაეყრდნონ, რომლის მიხედვითაც ეპიდემიას ჯერ დასაწყისი მოჰყვება, შემდეგ გავრცელება, პიკი და ბოლოს უკუსვლა.

ფსიქიატრმა გადაცემაში ასევე ისაუბრა კორონავირუსის პანდემიის შემდეგ პოსტრავმულ პერიოდზე, და განაცხადა, რომ ამ მხრივ ფსიქიატრები გამოწვევის წინაშე დგანან.

„დასასრული უნდა გამოჩნდეს. უნდა დავეყრდნოთ მეცნიერებას და ყველა იმ მონაცემს, რომელიც ეპიდემიას მოჰყვა, არის დასაწყისი, გავრცელება, პიკი, უკუსვლა და დასასრული. თუ ჩვენ ამას არ დავეყრდნობით ძალიან ძნელი იქნება, ეს უნდა იყოს იმედი, რომ უკეთესობა იქნება. ჯერჯერობით დასასრული არ ჩანს, პირველად ვართ ესეთი პანდემიის წინაშე, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს არის ციფრული ტექნოლოგიის ფაზა, 100 წლის წინანდელ გამოცდილებას ვერ გავიზიარებთ, იმიტომ რომ სხვადასხვა სასურველი თუ არასასურველი ზედმეტი ინფორმაციის გაჟონვა მიმდინარეობს. ცოდნა არის ძალა, მაგრამ ინტერნეტის საშუალებით, სადაც არანაირი შეზღუდვა არ არის ცოდნის ხარისხზეა საუბარი, რამდენად ეს ინფორმაცია მიმართული იმისთვის, რომ ადამიანები გამაგრდნენ და გაუმკლავდნენ ამ გამოწვევას. არ არის ასაკობრივი კატეგორია, რომლისთვისაც უფრო ადვილი იქნება ვიდრე სხვა ასაკობრივი კატეგორიისთვის, თუ ავიღებთ ოჯახს, სადაც არიან სხვადასხვა ასაკის ადამიანები ეს ერთნაირად ეხება ყველას, მაგრამ თუ ავიღებთ ცალკე კატეგორიას ამ შემთხვევაში უფრო მეტად ეხებათ ასაკობრივ ადამიანებს,  რომლებიც უფრო მეტად იზოლირებული არიან და სხვა გამოწვევა აქვთ. რისკი რომელიც შორს არის და არ ჩანს მეორე პლანზეა გადაწეული თვითგადარჩენაზე როცა ვართ რისკების პრიორიტეტს ვაკეთებთ და ძნელია რომ ესეთ იზოლირებულ ადამიანებს ვუთხრათ რომ სახლში დარჩნენ, ესეთ კატეგორიაში ხშირად მოდის ისეთი ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ირაციონალური ოპტიმისტები არიან. რაღაც მომენტში ოპტიმიზმი საშიშია, ვინაიდან  მათი ვალდებულებაც საზოგადოების მიმართ არის მინიმალურამდე დაყვანილი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას რომ საშუალება გვქონდეს ემოცია გამოვხატოთ და ზუსტად ამიტომ ბევრ ქვეყანაში ცხელი ხაზებია, ოპერატორები უსმენენ და იღებენ იმ ადამიანების მდგომარეობას, რომლებსაც ეშინია“,- განაცხადა ნინო მენაღარიშვილმა.

 


close დახურვა