logo
ENG



ქაბულში მყოფი ქართველი: ველოდებით, გუშინაც ველოდებოდით, მაგრამ აქ ვართ

18 აგვ 202112:26
3 წუთის საკითხავი
 

ავღანეთში ამ დროისთვის საქართველოს 16 მოქალაქე რჩება. ლევან ჯანგირაშვილი ფორმულას უყვება, რომ არ იციან როდის შეძლებენ ქვეყნის დატოვებას. როგორც ის ამბობს, ელოდნენ, რომ თურქული კონვოი გააცილებდათ, თუმცა ეს ვერ შედგა. 

"რაც შეეხება გეგმებს, სავარაუდოდ, ვაპირებთ აეროპორტთან ახლოს ბაზასთან გადასვლას და იქიდან უკვე შევეცდებით აეროპორტზე შეღწევას", - ამბობს ჯანგირაშვილი.

18 აგვისტოს გვიან ღამით უნგრული მხარის დახმარებით საქართველოს 6 მოქალაქე ქაბულიდან თბილისში ჩამოფრინდა. 

თავდაპირველად ინფორმაცია გავრცელდა, რომ ავღანეთში მყოფი საქართველოს 22 მოქალაქე ქვეყანას უკრაინული ბორტით დატოვებდა, თუმცა მათ აეროპორტამდე მისვლა ვერ მოახერხეს. 

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხო გადაადგილებაში, მათ თურქეთი დაეხმარებოდათ. 

ქაბულის აეროპორტს ახლა თალიბანი აკონტროლებს. ადგილობრივი ხელისუფლების დამხობის შემდეგ ქვეყანაში არაპროგნოზირებადი ვითარებაა. მოქალაქეების გართულებულ ევაკუაციაზე საუბრობენ სხვა ქვეყნებიც. 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ფორმულა საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. 


close დახურვა