logo
ENG



ქალაქ მირგოროდზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად ნავთობის საცავს ცეცხლი გაუჩნდა

02 აპრ 202223:16
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/02/7j2h7bp05ywvm4z.jpg
31 მარტი, ქალაქი ლისიჩანსკი, ნავთობის საცავი

უკრაინაში, პოლტავას რეგიონში საჰაერო თავდასხმის შედეგად აეროდრომი დაზიანდა და ნავთობის საცავს კი ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაციას პოლტავას რეგიონის ხელმძღვანელი დმიტრო ლუნინი ავრცელებს.

მისი თქმით, შემთხვევა 16:50-ზე მოხდა. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია.

„დღეს 16:50-ზე რუსეთის ფედერაციის სამხედროებმა სარაკეტო თავდასხმა ქალაქ მირგოროდზე მიიტანეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვამ მოახერხა რამდენიმე ფრთოსანი რაკეტის განადგურება.

თუმცა დაბომბვის შედეგად ბილიკი, აეროდრომის ინფრაქტრუქტურა დაზიანდა და ნავთობის საწყობს ცეცხლი მოეკიდა.

დაზარალებულთა რიცხვი მოწმდება“, - წერს დმიტრო ლუნინი ტელეგრამში.


close დახურვა