logo
ENG



ქალი, რომელმაც ოზურგეთში ალტ-ინფოს სახლი მიაქირავა, ფორმულას ჟურნალისტს ხელკეტით გაუსწორდა

12 აპრ 202217:35
3 წუთის საკითხავი
 

ოზურგეთში ჟურნალისტებს, მათ შორის ფორმულას რეპორტიორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ინციდენტი გურიაში მაშინ მოხდა, როდესაც აქტივისტები ოზურგეთში პუტინისტური ჯგუფის მიერ პარტიის ოფისის გახსნას აპროტესტებდნენ. ადგილზე მივიდნენ ჟურნალისტებიც.

ფორმულას ადგილობრივი რეპორტიორი, სოფო ჭულუხაძე ყვება, რომ მათთან გამოვიდა ხელკეტით შეიარაღებული ბინის მეპატრონე ქალი, რომელმაც ალტ-ინფოს სახლი მიაქირავა.

ჟურნალისტის თქმით, ქალმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას და მთავარი არხის ოპერატორს. ასევე, ემუქრებოდა მათ აპარატურის დაზიანებით. 

ღია პროტესტის მიუხედავად, ძალადობრივმა და პუტინისტურმა ალტ-ინფოს პარტიამ "კონსერვატიულმა მოძრაობამ" ოფისი ამჯერად სხვა მისამართზე, თაყაიშვილის ქუჩაზე მალულად გახსნა. ასევე, ეს ოფისი აკურთხა ერთ-ერთმა სასულიერო პირმაც, მამა ვახტანგ თოხაძემ, რომელსაც ოზურგეთში იცნობენ, როგორც რუსეთის პოლიტიკის მხარდამჭერს.  

კრემლისტური პარტიის ოფისის გახსნას გურიაში აქამდეც შეუშალეს ხელი. მოქალაქეები ამბობენ, რომ ხვალიდან პერმანენტულ აქციებს დაიწყებენ.


close დახურვა