უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები ნიკა შანავა და დავით მენაბდიშვილი საქართველოში უკვე ჩამოასვენეს.
შანავა და მენაბდიშვილი იზიუმში 9 აპრილს ოკუპანტებთან შეტაკებისას დაიღუპნენ.
უკრაინაში რუსეთის აგრესიას 6 ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. დავით გობეჯიშვილი, გია ბერიაშვილი და დავით რატიანი საქართველოში უკვე ჩამოასვენეს და დაკრძალეს.
რაც შეეხება კიდევ ერთ მებრძოლ, ბახვა ჩიქობავას მისი გადმოსვენება მარიუპოლის ბლოკადის გამო ვერ ხერხდება.