საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების წევრმა, ანტონ პლესნოიმ რუმინეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ატაცში 168/173 დაძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
„ანტონ პლესნოიმ ოქრო აიტაცა. საქართველოს ნაკრების წევრმა რუმინეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ატაცში 168/173 დაძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. წარმოშობით უკრაინელმა ძალოსანმა მის უახლოეს მდევარს, ასევე უკრაინელ სპორტსმენს 9 კილოგრამით აჯობა და ამ შედეგით საქართველოს ნაკრებს უმაღლესი სინჯის მედალი შესძინა.
შეჯიბრი რამდენიმე წუთში აკვრაში დაიწყება,“ - ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.