logo
ENG



ქართული ოცნება ამერიკულ ლობისტურ კომპანიას 900 ათას დოლარს გადაუხდის

12 თებ 202010:15
3 წუთის საკითხავი
 

"ქართულმა ოცნებამ" ახალ ლობისტურ კომპანია Hogan Loes-თან კონტრაქტი გააფორმა. აშშ-ს მხრიდან მწვავე კრიტიკის შემდეგ ქვეყნის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ხელშეკრულების დეტალები, რომლის მიხედვითაც ირკვევა რომ საქართველოს მმართველი გუნდი ლობისტურ კომპანიას თვეში 75 000 აშშ. დოლარს გადაუხდის.

ხელშეკრულების მიხედვით, ლობისტური კომპანია Hogan Loes- მმართველ გუნდს აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებზე გაუწევს კონსულტაციას და საჭიროების შემთხვევაში სტრატეგიას შეიმუშავებს. უფრო ზუსტად იმუშავებს ეკონომიკური, სოციალური და ორმხრივი ურთიერთობების გასაღრმავებლად. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული წერილი ბიძინა ივანიშვილის სახელზეა დაწერილი, თუმცა ხელს ირაკლი კობახიძე აწერს. 

ცნობილია, რომ ხელშეკრულება 2020 წლის 21 იანვარს არის გაფორმებული და ვადა განსაზხვრულია 2021 წლის 31 იანვრამდე. ორმხრივი თანამშრომლობის ჯამური ღირებულება კი 900 000 აშშ. დოლარია. 


close დახურვა