ქართული ოცნება და სუსი საუბნო კომისიების კონტროლს იწყებენ. ოპოზიცია აცხადებს, რომ კომისიის ე.წ. ნეიტრალური წევრების საფარქვეშ, მმართველი პარტია საკუთარ კოორდინატორებს ნიშნავს და თვითმმართველობის არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება. სცენარი ყველა რეგიონში ერთნაირია - კანდიდატთა სიები და დოკუმენტები, რომლებიც ერთი ელექტრონული მისამართიდან იგზავნება საარჩევნო ადმინისტრაციაში და საოლქო კომისიები, რომლებიც ოპოზიციის მიერ წარდგენილ მტიკიცებულებებზე არ რეაგირებს და კანდიდატებს ჯიუტად ამტკიცებს.
ქართული ოცნება და სუსი საუბნო კომისიების კონტროლს იწყებენ
15 აგვ 202120:21
3 წუთის საკითხავი