logo
ENG



ქართული ოცნება მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას არ აპირებს

15 ოქტ 201920:29
3 წუთის საკითხავი
 
nwp8u84y7paa391.jpg

 

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ ინიციატივა უკვე მეორედ წარადგინა. კომისიის შექმნას მხარს უჭერს  საპარლამენტო  ოპოზიცია. მმართველ პარტიაში კი თვლიან, რომ საქმე შესაბამისმა უწყებებმა უნდა გამოიძიონ და კომისიის შექმნის აუცილებლობა არ არის.

 მალხაზ მაჩალიკაშვილი დარწმუნებულია, რომ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია არ შეიქმნება. მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა ამბობს, რომ ამის სურვილი ქართულ ოცნებას არ აქვს.

შეიქმნება თუ არა დროებითი საგამოძიებო კომისია და მოუწევთ თუ არა სახელმწიფო უსაფრთხოების  სამსახურის მოქმედ თუ ყოფილ მაღალჩინოსნებს კითხვებზე პასუხების გაცემა - ეს მას შემდეგ გაირკევა, რაც კომისიის ბედი გადაწყდება. კომისიის შექმნას კი 50 დეპუტატის თანხმობა სჭირდება.  

 


close დახურვა