ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის, სამხედრო გაწვევის სამსახურის მთავარი სპეციალისტი და "ქართული ოცნების" აქტივისტი დააკავეს.
ბრალდებული ოზურგეთის ცენტრალური სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე აიყვანეს.
როგორც "ფორმულას" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშულების შეძენა-შენახვას გულისხმობს.