logo
ENG



ქართული ოცნების დეპუტატებს 24 ივნისს მომხდართან დაკავშირებით ბრალი წარედგინათ

31 იან 202017:15
3 წუთის საკითხავი
 

24 ივნისს საკრებულოში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ დეპუტატებს ბრალი ჯგუფური ძალადობის ბრალდებით წარედგინათ, „ოცნების“ დეპუტატები ბრალს არ აღიარებენ.

ირაკლი ზარქუა მომხდართან დაკავშირებით საზოგადოებას ბოდიშს უხდის, მისი თქმით, კანონის წინაშე ყველა თანასწორი იქნება.

„პირველ რიგში მე პირადად საზოგადოებას ვუხდი ბოდიშს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. ბრალი თავისთავად წარგვედგინა სწორად, რა თქმა უნდა დანარჩენი უნდა დაველოდოთ გამოძიებას, ყველა იქნება კანონის წინაშე პასუხისმგებელი“,-განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

აღნიშნულ საქმეზე ბრალი წარედგინა ავთანდილ ცინცაძესაც, „ქართული ოცნების“ დეპუტატი ბრალდებას არ ეთანხმება, მისი თქმით საკრებულოში ჩხუბი ხაბეიშვილის პროვოცირებით მოხდა.

„ბრალს რა თქმა უნდა არ ვეთანხმები, მიმდინარეობს გამოძიება და ყველაფერს გაეცემა პასუხი. ჩვენ შორის ჩხუბი მაშინვე არ დაწყებულა, ეს გამოიწვია მისმა უზრდელურმა საქციელმა“,- აცხადებს ავთანდილ ცინცაძე.

შეგახსენებთ, რომ ლევან ხაბეიშვილს 24 იანვარს ბიუროს სხდომის დროს საკრებულოში სცემეს. კადრებში ჩანს, რომ ხაბეიშვილს „ქართული ოცნების“ რამდენიმე დეპუტატი თავს დაესხა. თავად ხაბეიშვილი მიიჩნევს, რომ ეს ინციდენტი წინასწარ დაგეგმილი იყო.


close დახურვა