logo
ENG



ქართული ოცნების ულტიმატუმი უკრაინის მთავრობას

12 აპრ 202220:39
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები უკრაინაში ერთად გაემგზავრებიან, მაგრამ ისევ უცნობია, ხელმძღვანელებს თუ არა დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე, რომელზეც ხელისუფლება საზოგადოებას არწმუნებს, რომ ავადაა. თუმცა ავადმყოფობა რომ მთავარი მიზეზი არ იყო, ეს თავად პაპუაშვილის ფეისბუქ სტატუსითაც დადასტურდა. უკრაინაში გამგზავრებაზე უმრავლესობა და უმცირესობა დღის ბოლოს შეთანხმდნენ.

შეთანხმებას წინ უძღოდა მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადებები. კობახიძეს ჯერ იმის განმარტება მოუწია, რომ არახამიასთვის კრიმინალი არ უწოდებია და მხოლოდ კრიმინალებთან შუამავლად დაასახელა, შემდეგ კი ტერორისტული რეჟიმის წარმომადგენლები უწოდა იმ ქართველებს, რომლებიც ახლა უკრაინის მთავრობაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ ანუ განაცხადა, რომ ზელენსკისთან ტერორისტები მუშაობენ. არახამია, რომელიც ქართული ოცნების სამიზნე გახდა დღეს იმ ფოტოზე გამოჩნდა, რომელიც ზელენსკიმ სოციალურ ქსელში ატვირთა.


close დახურვა