„ქართულ ოცნებას“ ახალგაზრდები რეგიონებიდან თბილისში ჩამოჰყავს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მმართველი პარტიის აქტივისტები კონტრაქციისთვის ემზადებიან და ახალგაზრდების მობილიზებას რეგიონებიდანაც ახდენენ.
„ქართულ ოცნებაში“ ამ ინფორმაციას უარყოფენ და აცხადებენ, რომ პარტიის ორგანიზებით ახალგაზრდები ღონისძიებაზე დასასწრებად ჩამოდიან. დღეს საღამოს 8 საათზე საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებული ღონისძიებები კონცერტით გაიხსნება.
„ყველას ველოდებით დღეს განახლებულ ორბელიანის მოედანზე, სადაც გვექნება ევროპის ახალგაზრდული დღეების აღნიშვნა. კვირეული დაიწყება დღეს და დასრულდება შაბათს. ველოდებით ძალიან ბევრ ახალგაზრდას, მათ შორის რეგიონებიდან სტუდენტებს და ამ ადამიანებმა თვითონ გადაწყვიტეს, შემოგვიერთდნენ. ყველა სხვა ხარჯს პარტია აფინანსებს. იმდენად მასშტაბური ღონისძიებაა, რომ, მას რომ ვუწოდოთ კონტრაქცია, დავაკნინებთ და, თანაც, ეს სიმართლეს არ შეესაბამება“, - აცხადებენ „ქართულ ოცნებაში“.