logo
ENG



ქართულ ოცნებას გამოკითხული მოსახლეობის 84% ნეგატიურად აფასებს - Edison Research

09 მარ 202021:02
3 წუთის საკითხავი
clock 602

ედისონ რისერჩის“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 84% „ქართულ ოცნებას“ ნეგატიურად აფასებს, ხოლო 16% დადებითად.

რაც შეეხება სხვა პარტიებს, შედეგები ასე გადანაწილდა:

„ნაციონალურ მოძრაობას“ ნეგატიურად აფასებს გამოკითხულთა 77%, ხოლო დადებითად - 23%, „ევროპულ საქართველოს“ ნეგატიურად აფასებს 68%, დადებითად კი 32%.

რაც შეეხება სხვა პარტიებს, ხმები ასე განაწილდა:

„ლეიბორისტული პარტია“ ნეგატიურად - 70%, დადებითად - 30%; „პატრიოტთა ალიანსი“ ნეგატიურად - 76%, დადებითად - 24%. „სამოქალაქო მოძრაობა“ ნეგატიურად - 69%, დადებითად - 31%, „ახალი საქართველოსთვის“ ნეგატიურად - 67%, დადებითად - 33%; „გირჩი“ ნეგატიურად - 87%, დადებითად - 13%, „ლელო“ ნეგატიურად - 75%, დადებითად - 25%, „დემოკრატიული მოძრაობა“ ნეგატიურად - 78%, დადებითად - 22%. 

„თავისუფალი საქართველო“ ნეგატიურად - 82%, დადებითად - 18%, „სამართლიანობისთვის“ ნეგატიურად - 95%, დადებითად - 5%, „გამარჯვებული საქართველო“ ნეგატიურად - 81%, დადებითად - 19%, „რესპუბლიკური პარტია“ ნეგატიურად - 82%, დადებითად 18%. 

ჯამში „ფორმულასა“ და „ედისონ რისერჩის“ თანამშრომლობის ფარგლებში 6 გამოკითხვა და საარჩევნოდ ეგზიტპოლი ჩატარდება. დღეს წარმოდგენილი კვლევა პირისპირ გამოკითხვის მეთოდითაა ჩატარებული, შესაძლო ცდომილება 2.2%-ია - 95%-იანისანდოობის დონისთვის.


close დახურვა