logo
ENG



ქართულ ოცნებას მერობის კანდიდატი ტოვებს

21 აგვ 202119:40
3 წუთის საკითხავი
 

არცევნებამდე ცოტა ხნით ადრე ქართული ოცნების რიგებს ოფიციალური წარდგენიდან რამდენიმე დღეში ყაზბეგის მერობის კანდიდატი ტოვებს.

შალვა ელოშვილი  ყაზბეგის მერად ქართული ოცნების თავჯდომარემ და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ   დაასახელა. ოცნებამ ელოშვილს შემცვლელი მალევე მოუძებნა და თან დასძინა, რომ შალვა ელოშვილის კანდიდატურასტან დაკავშირებით კონსულტაციები ბოლომდე დასრულებული არ იყო და მისი წარდგენით  პარტიამ ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღო.

თავად ელოშვილი კი აცხადებს, რომ ქართული ოცნებისა და მისი ხედვები ერთმანეთს დაშორდა.


close დახურვა