logo
ENG



ქაშუეთის ტაძარში უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის პანაშვიდი გაიმართა

03 სექ 202212:12
3 წუთის საკითხავი
 

ქაშუეთის ტაძარში უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. 54 წლის გელა გოგია დონეცკის ოლქში, კრამატორსკში, რუს ოკუპანტებთან ბრძოლას შეეწირა.

სამხედრო, რომელიც აფხაზეთისა და 2008 წელის რუსეთი-საქართველოს ომებში მონაწილეობდა, უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეებში ჩაეწერა შეიარაღებულ ძალებში. ის ოჯახთან ერთად წლებია უკრაინაში ცხოვრობდა.

ცხედარი დღეს დილით პოლონეთიდან გადმოასვენეს. ის უკვე გადაასვენეს სენაკში, სადაც პანაშვიდი რამდენიმე დღე გაგრძელდება. მას სამხედრო პატივით დაკრძალავენ.


close დახურვა