logo
ENG



ქაცარავა: ხურვალეთის მიმდებარედ საკმაოდ დაძაბული სიტუაციაა

08 ნოე 201908:09
3 წუთის საკითხავი
 
1bya4jne1ereycg.png

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები დღეს, 8 ნოემბერს ხურვალეთში ისევ ჩავლენ. „ძალა ერთობაშიას" წარმომადგენლები საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სხვა სოფლებსაც დააკვირდებიან.

„ხურვალეთის მიმდებარედ სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია. მიუხედავად იმისა, რომ რუსი ოკუპანტები არ გამოჩენილან გუშინ და დღეს. თუმცა, ვიმეორებ, რუსი ოკუპანტები დიდ პროვოკაციას ამზადებენ. ჩვენ დღესვე გავდივართ სხვადასხვა ლოკაციაზე, რომ მიმდინარე მოვლენებს დავაკვირდებით," - განუცხადა „ფორმულას" ქაცარავამ.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ სოფელში რუსული მძიმე ტექნიკა გამოჩნდა. მათ სავარაუდოდ ინერტული მასალა გადაჰქონდათ. სხვა მხრივ, ადგილზე, ამ ეტაპზე, სიმშვიდეა. 


close დახურვა